Forza Horizon 4 - მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში. ამ თამაშის მთავარი მახასიათებელი სეზონების დინამიური ცვლაა,რაც ამინდის ცვალებადობასაც გულისხმობს. მანქანის მართვა შეგიძლიათ წელიწადის ოთხივე დროს. საშუალება გაქვთ მონაწილეობის რამდენიმე სახის რბოლაში. თქვენს განკარგულებაში 450 მანქანაა.